პროექტის შესახებ

სანსეტ კვარიათი სასტუმროს ტიპის ელიტარული საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე ბათუმიდან 7 წუთის სავალ გზაზე, ზღვიდან კი 50 მეტრში მდებარეობს.

თანამედროვე დიზაინის სასტუმრო 8 სართულისგან შეგდება.  კომპლექსს ერთის მხრივ ზღვა, მეორეს მხრივ კი აჭარის ტროპიკული მთა ესაზღვრება. აპარტამენტები ბარდება ავეჯითა და დასრულებული რემონტით. ყველა ოთახს გააჩნია აივანი ზღვის ხედით. შენობა აღჭურვილია ორი ლიფტით, აქედან ერთი პანორამულია, საიდანაც აჭარის არაჩვეულებრივი ხედები იშლება.

სანსეტ კვარიათის აპარტამენტების გაქირავებას კომპანიის მენეჯმენტი მყიდველთან შეთანხმების საფუძველზე უზრუნველყოფს; შესაბამისად, ბინის მესაკუთრე ყოველწლიურად მიიღებს მუდმივ გარანტირებულ დამატებით შემოსავალს შენაძენიდან. 

სანსეტ კვარიათი მაღალი ხარისხის მომსახურებითა და დამსვენებელთა ინტერესის გათვალისწინებით შედგენილი პროგრამებით გამოირჩევა და უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტსა და საუკეთესო დასვენებას.