სპეციფიკაციები

სანსეტ კვარიათის ყველა ბინაში დამონტაჟებულია თანამედროვე დიზაინის, მაღალი ხარისხის სამზარეულო მინის დეკორაციებით. სამზარეულოს მოწყობისას გათვალისწინებულია მყიდველის სურვილები და მოთხოვნები. აპარტამენტები უზრუნველყოფილია კონდიცირებისა და გათბობის სისტემებით

აბაზანა მოწყობილია მაღალი ხარისხის აქსესუარებით და კაფელით, წინასწარ შემუშავებული დიზაინის შესაბამისად. თუმცა, დიზაინში ცვლილებების შეტანა მყიდველის სურვილისამებრ დასაშვებია.

შენობას ორი შესასვლელი აქვს. სადარბაზო, კიბეები და აივნები ბუნებრივი გრანიტითაა მოპირკეთებული. შენობის უსაფრთხოებაზე ზრუნავს დაცვის სამსახური. თითოეულ შესასვლელს მინის კარი აქვს და აღჭურვილია ხანძარსაწინააღმდეგო და სიგნალიზაციის სისტემებით.

სასტუმროში ფუნქციონირებს ევროსტანდარტების შესაბამისი  ნომრები. მათ შორის სტანდარტული, სუპერიორი და დელუქს ნომრები.

 

ყველა ოთახში არის:

  • კონდიციონერი
  • თანამედროვე ავეჯი
  • სამზარეულო
  • საკაბელო/სატელიტური ტელევიზორი
  • სააბაზანო ხალათი
  • ფენი
  • აივანი

სასტუმროს ასევე აქვს:

  • კერძო სანაპირო ტერიტორია
  • ბარი, რესტორანი
  • საკონფერენციო დარბაზი
  • უფასო Wi-Fi
  • უფასო ავტოსადგომი
  • 24 საათიანი ადმინისტრაცია, ოთახის მომსახურება, სამრეცხაო